ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოდან 114 374 ადამიანი გავიდა, ხოლო 131 501 შემოვიდა, რამაც დადებითი საემიგრაციო სალდო აჩვენა. მიუხედავად წინა წლებთან შედარებით შემცირებული მაჩვენებლებისა, გასული ათწლეულის ზოგადი სურათი აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეების ემისგრაცია მნიშვნელოვნად აჭარბებს იმმიგრაციას.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პროდასავლური ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთისთვის შექო და „3+3“ რეგიონული პლატფორმის მუშაობის განახლებისკენ მოუწოდა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა შეაყო და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი დაიწყო.
სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების კონფიდენციალურობისა და შეუფერხებლად გატანის მიზნით მინისტრ პაატა სალიას რეკომენდაციით მიმართა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიში ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართულებით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და უკუსვლას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ პროდასავლური ოპოზიციის მიერ ინიციირებული სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმაურება ევროკომისიის მიერ 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშს და აცხადებს, რომ დოკუმენტი ქვეყანაში არსებულ უკიდურესად მძიმე რეალობასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკუსვლაზე მიუთითებს.
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა შენობას, ჯერჯერობით, არ შეიცვლის. მშობლების ინფორმაციით, სკოლის უსაფრთხოება გაძლიერდება, რაც რამდენიმე საკლასო ოთახის ჩაკეტვას, ადმინისტრაციული ოთახების გამოყენებასა და მანდატურების დამატებას გულისხმობს.
საქართველოში ვადაგასული პასპორტის მქონე ბელარუსის მოქალაქე დააკავეს. დამოუკიდებელი ბელარუსული გამოცემა Pozirk-ის ცნობით, მას სამშობლოში დეპორტაცია ემუქრება.
საერთაშორისო პრესის ინსტიტუტმა (IPI) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანში, საქართველოში და სომალში დამოუკიდებელი მედია სოციალურ ქსელებში საავტორო უფლებების ყალბი საჩივრებით ხდება სამიზნე.
ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დასაწესებლად.
აფხაზეთში ქართული წიგნის, „გატეხილი ხიდის“ გარშემო აგორებული სკანდალის გამო, დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა ავტორს და რამდენიმე პირს აფხაზეთში შესვლა აუკრძალა.
შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, მოუწოდა, „ტონს დაუწიოს“ და „აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს“. პაპუაშვილის განცხადებით, დიპლომატის მხრიდან აგრესიული და დამრიგებლური ტონით საუბარი მიუღებელია.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებისთვის, რომლებიც ბუნებრივ აირს აუზების გასათბობად იყენებენ, შესაძლოა შედარებით მაღალი ტარიფი დაწესდეს.
ევროკომისიის ცნობით, ბრიუსელში დაგეგმილ უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველო სხვა მონაწილეებთან შედარებით უფრო დაბალი დონის წარმომადგენლობით არის მიწვეული.