საქართველო · 2026-11-08
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა გადაიდო
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის 9 ნოემბრის სხდომა მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადო.

გამოცემა „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა, რომელიც 9 ნოემბრისთვის იყო ჩანიშნული, არ გაიმართება.
როგორც სასამართლოს პრესსამსახურში განმარტეს, სხდომის გადადების მიზეზი ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
ამ დროისთვის უცნობია, როდის განახლდება აღნიშნული საქმის განხილვა სასამართლოში.