ევროკომისიის ანგარიში უკიდურესად მძიმე რეალობას აღწერს – საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმაურება ევროკომისიის მიერ 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშს და აცხადებს, რომ დოკუმენტი ქვეყანაში არსებულ უკიდურესად მძიმე რეალობასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკუსვლაზე მიუთითებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ევროკომისიის მიერ 4 ნოემბერს გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიში, რომელიც 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდს ფარავს, საქართველოს შესახებ უკიდურესად მძიმე რეალობას აღწერს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკუსვლის გაგრძელებაზე მიუთითებს. საიას განცხადებით, ანგარიში ადასტურებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელზეც ადგილობრივი უფლებადამცველები და საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე მესამე წელია საუბრობენ.
ორგანიზაციის ცნობით, ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა და დაზიანდა რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად, რომელიც არაპროპორციულად ზღუდავს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებს. საია ასევე ხაზს უსვამს მართლმსაჯულების სფეროში არსებულ პრობლემებსა და საპოლიციო ძალადობის გამოუძიებელ ფაქტებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მართლმსაჯულების სისტემის ძირეული რეფორმირების მიმართულებით რეკომენდაციები არ შესრულებულა.
საიას განცხადებით, აუცილებელია სახელმწიფომ შეწყვიტოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელმყოფი ქმედებები, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული პირები და გააუქმოს ფუნდამენტური უფლებების შემზღუდველი კანონები.