ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი საქართველოში 6 ნოემბერს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს ლიდერებს შეხვდა და ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი საქართველოში 6 ნოემბერს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს ლიდერებს შეხვდა და ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა.
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ რუსეთთან ერთად აქვს და რუსეთი მტერი არაა. მისი თქმით, ქართველი ერი მადლიერი უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილისა, რომელმაც ქვეყანა უკრაინის მსგავსი სცენარისგან იხსნა.
თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლაში ავარიული შენობისა და ექსპერტიზის დასკვნის გამო სასწავლო პროცესის შესაძლო შეჩერებას მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტი მოჰყვა.
თბილისის მერია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სამოქალაქო აქტივისტებს სამართლებრივი პასუხისგებით ემუქრებიან. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქტივისტებმა სააგენტო ცხოველების სავარაუდო დახოცვასა და სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულეს, რასაც ცხოველთა მასობრივი სამარხების გასაჯაროება მოჰყვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ დადებითად აფასებს მეგობრულ რუსულ-ქართულ ინიციატივებს და თბილისში ინტერესთა სექციის ნაცვლად საელჩოს ქონის სურვილს გამოთქვამს.
საქსტატის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყანა მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, უკან კი 775 ათასი დაბრუნდა. მუდმივად უარყოფითი მიგრაციული სალდო 2024 წელს დადებითით შეიცვალა, რისი მიზეზიც წამსვლელთა კლება გახდა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებთან.
საქართველოს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბაროში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ორი ძმა მოკლეს, ერთი კი გადარჩა.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გაფართოების ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ კარგავს ევროკავშირში გაწევრიანებით მოსალოდნელ სიკეთეებს, ხოლო ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების კუთხით უკუსვლა ფიქსირდება.
დემოკრატიული უკუსვლისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, საქართველო ევროკავშირთან დაპირისპირების გზას ადგას, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი საქართველოს მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანის შედეგია.
ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველო ევროპულ გზას შორდება და ფუნდამენტური ღირებულებების მიმართულებით უკუსვლა გრძელდება, ხოლო დიალოგის განახლებას მმართველი პარტიის მიერ წარმოებული ანტიევროპული კამპანია უშლის ხელს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით უფრო სიღრმისეული განხილვები და ახალი ზომების საკითხი იანვარშია დაგეგმული.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ბრალის აღიარების შედეგად, 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპატიმროდან გათავისუფლდნენ.
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი ოსკარ პუენტე თანამდებობიდან გადადგა ჩქაროსნული მატარებლების შეჯახებიდან ექვსი დღის შემდეგ, რომელსაც სულ მცირე 69 ადამიანი ემსხვერპლა.
dadlsadawdadwd adaddalsadawdadwd adaddalsadawdadwd adaddalsadawdadwd adaddalsadawdadwd adaddalsadawdadwd adaddalsadawdadwd adaddalsadawdadwd adaddalsadawdadwd adaddalsadawdadwd adaddalsadawdadwd adadda