საქართველო · 2026-11-06
საქართველოში ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებთან.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი იმყოფება. „ნეტგაზეთის“ ცნობით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად თბილისს 6 ნოემბერს ეწვია. აეროპორტში სტუმარს მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრები მიხეილ ყაველაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან.