09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
საქართველო · 2026-11-06

მერია ცხოველთა დამცველებს სამართლებრივი პასუხისგებით ემუქრება

თბილისის მერია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სამოქალაქო აქტივისტებს სამართლებრივი პასუხისგებით ემუქრებიან. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქტივისტებმა სააგენტო ცხოველების სავარაუდო დახოცვასა და სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულეს, რასაც ცხოველთა მასობრივი სამარხების გასაჯაროება მოჰყვა.

UNOPRESS · 2026-11-06 15:46 UTC
მერია ცხოველთა დამცველებს სამართლებრივი პასუხისგებით ემუქრება

თბილისის მერია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველთა დამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სამართლებრივი პასუხისგებით ღიად ემუქრება. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, აქტივისტების წინააღმდეგ სამართლებრივი რეაგირება დაიწყონ.

დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქტივისტებმა სააგენტო ცხოველების სავარაუდო დახოცვასა და სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულეს, რასაც ცხოველთა მასობრივი სამარხების გასაჯაროება მოჰყვა. პასუხად, მერიამ აქტივისტებს „ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი“ და „პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები“ უწოდა.

მუნიციპალიტეტის განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტები სააგენტოს თანამშრომლების ბულინგში, შეურაცხყოფასა და მუქარაში მონაწილეობენ, ხოლო სამარხების გადათხრა დესტრუქციულ ქმედებას წარმოადგენს. სააგენტოში აცხადებენ, რომ ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც ხელს უშლის მონიტორინგის მუშაობას და საფრთხეს უქმნის მიუსაფარ ცხოველებსა და მოსახლეობას, კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს.

თავის მხრივ, მუნიციპალიტეტი ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით კანონდარღვევას უარყოფს. მათი განმარტებით, ტერიტორია შპს „ჰერმესს“ ეკუთვნის და ცხოველთა ლეშის დამარხვა კანონიერად, ღამის საათებში ხდება. სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ მტკიცებულებებს „მორიგ ტყუილსა და ცილისწამებას“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ პოპულაციის შემცირება მხოლოდ სტერილიზაციის გზით ხორციელდება.

წყარო: https://netgazeti.ge/news/821224/

← მთავარ გვერდზე