09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
საქართველო · 2026-11-06

რუსეთი მტერი არაა, წარმატებას ვუსურვებ ბატონ ბიძინას — ოთარ ფარცხალაძე

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ რუსეთთან ერთად აქვს და რუსეთი მტერი არაა. მისი თქმით, ქართველი ერი მადლიერი უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილისა, რომელმაც ქვეყანა უკრაინის მსგავსი სცენარისგან იხსნა.

UNOPRESS · 2026-11-06 18:51 UTC
რუსეთი მტერი არაა, წარმატებას ვუსურვებ ბატონ ბიძინას — ოთარ ფარცხალაძე

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, რუსეთში მცხოვრები ოთარ ფარცხალაძე აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ რუსეთთან ერთად აქვს. „ნეტგაზეთის“ ცნობით, ვალერი კვარაცხელიასთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც „საქართველოს ტალღაზე“ გავიდა, ფარცხალაძემ აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს მტერი არ არის და ქვეყნის ერთადერთი მოკავშირეა.

ფარცხალაძის თქმით, დასავლეთისა და ევროპის სპეცსამსახურებს საქართველოსთვის ტვინის გამორეცხვის გარდა არაფერი მოუტანიათ, ხოლო რუსეთს, მისი მტკიცებით, მხოლოდ კარგი ზრახვები ამოძრავებს.

„საქართველო ძლიერი იქნება მხოლოდ რუსეთთან ერთად. რუსეთი მტერი არაა. რუსეთი არის ერთადერთი საქართველოს მოკავშირე, თუ გადადგამენ საღ ნაბიჯებს, რომ რუსეთთან დალაგდნენ“, — აცხადებს ყოფილი მთავარი პროკურორი.

მან ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, ამჟამად კონტაქტი აღარ აქვს, ქართველმა ერმა მას მადლობა უნდა გადაუხადოს.

„ერთს ვიტყვი, რომ პატრიოტი ადამიანია და ძალიან ბევრი რამე გააკეთა საქართველოსთვის. თუნდაც ის, რომ საქართველო მონაგავებული არ არის, როგორც უკრაინა, და მაგ დღეში არ ვართ, ქართველმა ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს. მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ“, — განაცხადა ფარცხალაძემ.

ინტერვიუში ფარცხალაძემ ასევე უარყო საქართველოში მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები ბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობისა და ქოლცენტრების საქმეებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ დანაშაულთან შეხება არ ჰქონია.

წყარო: https://netgazeti.ge/news/821313/

← მთავარ გვერდზე