09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
საქართველო · 2026-11-06

თბილისის ვეკუას სახელობის სკოლაში სასწავლო პროცესი შესაძლოა შეჩერდეს

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლაში ავარიული შენობისა და ექსპერტიზის დასკვნის გამო სასწავლო პროცესის შესაძლო შეჩერებას მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტი მოჰყვა.

UNOPRESS · 2026-11-06 15:47 UTC
თბილისის ვეკუას სახელობის სკოლაში სასწავლო პროცესი შესაძლოა შეჩერდეს

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. „ნეტგაზეთის“ ცნობით, ამის მიზეზი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.

მოსწავლეებისა და მშობლების განცხადებით, მათ დღეს შეიტყვეს, რომ სწავლას N51-ე საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში გააგრძელებენ, რაც მათ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მშობლების ნაწილი სამინისტროსთან შეხვედრას და ვითარების გარკვევას ითხოვს.

„ტვ პირველის“ რეპორტაჟის თანახმად, მოსწავლეებმა სამინისტროსთან შეხვედრებზე ალტერნატიული ფართის სახით რამდენიმე შენობა შესთავაზეს, სადაც პირველ ცვლაში შეძლებდნენ სწავლის გაგრძელებას, თუმცა საბოლოოდ მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინეს.

თავის მხრივ, განათლების სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ და მშობლებმა სექტემბრიდანვე იცოდნენ სკოლის ექსპერტიზის საჭიროების შესახებ და ამჟამად მიმდინარეობს განხილვა იმის თაობაზე, თუ რომელ შენობაში უნდა გადასულიყვნენ მოსწავლეები.

წყარო: https://netgazeti.ge/news/821193/

← მთავარ გვერდზე