09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
საქართველო · 2026-11-04

ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი გადადგა მატარებლების ავარიის შემდეგ

ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი ოსკარ პუენტე თანამდებობიდან გადადგა ჩქაროსნული მატარებლების შეჯახებიდან ექვსი დღის შემდეგ, რომელსაც სულ მცირე 69 ადამიანი ემსხვერპლა.

UNOPRESS · 2026-11-04 10:57 UTC
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი გადადგა მატარებლების ავარიის შემდეგ

ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი ოსკარ პუენტე გადადგა ჩქაროსნული მატარებლების შეჯახებიდან ექვსი დღის შემდეგ, რომელსაც სულ მცირე 69 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა.

BBC-ის ცნობით, მან ეს გადაწყვეტილება კონგრესში მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ჩვენება მისცა.

“ისეთი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი, როგორიც ესპანეთია, არ შეიძლება დარჩეს თანამდებობაზე ერთ წელზე ნაკლებ დროში ამ სიმძიმის ორი ავარიის შემდეგ”, – განაცხადა პუენტემ. მან იგულისხმა იანვარში იმავე ხაზზე მომხდარი ავარიაც, რომელსაც 46 ადამიანი ემსხვერპლა.

გასულ კვირას მომხდარი ავარია ევროპის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფაა და ესპანეთის ყველაზე მძიმე შემთხვევაა 2013 წლის შემდეგ.

პუენტემ ასევე აღნიშნა, რომ ის ტრანსპორტის მინისტრის პოსტს ტოვებს და თავის სახელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სიებიდანაც გამოაქვს.

წყარო: https://netgazeti.ge/news/821032/

← მთავარ გვერდზე