09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
საქართველო · 2026-11-06

ნარმანია: შეძლებულ ოჯახებისთვის, რომლებსაც საცურაო აუზები აქვთ, ბუნებრივ აირზე შესაძლოა უფრო მაღალი ტარიფი დაწესდეს

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებისთვის, რომლებიც ბუნებრივ აირს აუზების გასათბობად იყენებენ, შესაძლოა შედარებით მაღალი ტარიფი დაწესდეს.

UNOPRESS · 2026-11-06 21:40 UTC
ნარმანია: შეძლებულ ოჯახებისთვის, რომლებსაც საცურაო აუზები აქვთ, ბუნებრივ აირზე შესაძლოა უფრო მაღალი ტარიფი დაწესდეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებისთვის, რომლებიც ბუნებრივ აირს, მაგალითად, აუზების გათბობისთვის იყენებენ, შედარებით მაღალი ტარიფი დაწესდება.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მიმდინარე საკითხს ოპოზიციისა და ექსპერტების მხრიდან პოლიტიკური ბატალიები მოჰყვა, სინამდვილეში კი ეს მარეგულირებელი კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილებაა, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხმარების მიხედვით სხვადასხვა მოცულობის ტარიფები დადგინდეს. მისი თქმით, რეგიონებში მცხოვრები შეჭირვებული მოსახლეობისთვის, რომლებსაც მცირე მოხმარება აქვთ, ფინანსური ტვირთი დაბალი იქნება, ხოლო უფრო შეძლებლებს, რომლებსაც საცურაო აუზები აქვთ და მათ ბუნებრივი აირით ათბობენ, ცოტათი უფრო მაღალი ტარიფი დაუდგინდებათ. ნარმანიას თქმით, მსგავსი გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაშიც არსებობს.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით უკვე მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სემეკი უფლებამოსილია, 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის განსხვავებული ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დაადგინოს. ცნობისთვის, დღევანდელი მდგომარეობით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფები განაწილების ლიცენზიატების ოპერირების არეალების მიხედვით დგინდება და თითოეული კუბური მეტრის ტარიფი მოხმარებული რაოდენობის მიხედვით არ იცვლება.

კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილება სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს არ ცვლის და წარმოადგენს გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომლის მიზანიც სოციალური რისკების შემცირება და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივი განხორციელებაა. კანონის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

წყარო: https://publika.ge/narmania-bo-maghali-tarifi-sheidzleba-dadgindes-shedzlebuli-ojakhebistvis-romeltac-aqvt-igive-sacurao-auzebi-da-atboben/

← მთავარ გვერდზე