09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
საქართველო · 2026-11-09

სერგეი შოიგუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აქებს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა შეაყო და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი დაიწყო.

UNOPRESS · 2026-11-09 15:59 UTC
სერგეი შოიგუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აქებს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსს ატარებს.

როგორც შოიგუმ დსთ-ის სახელმწიფოების უშიშროების საბჭოების მდივნების მე-14 ყოველწლიურ შეხვედრაზე აღნიშნა, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად აღკვეთა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიციირებული სახელმწიფო გადატრიალება და დაიწყო ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსის გატარება.

გარდა ამისა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიური განვითარება. მისივე თქმით, რეგიონული პრობლემები პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე უნდა გადაიჭრას, ამ კონტექსტში კი მნიშვნელოვანია საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3“ მუშაობის განახლება.

წყარო: https://netgazeti.ge/news/821445/

← მთავარ გვერდზე