09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
საქართველო · 2026-11-08

თბილისში ვადაგასული პასპორტის მქონე ბელარუსი დააკავეს, მას სამშობლოში დეპორტაცია ემუქრება

საქართველოში ვადაგასული პასპორტის მქონე ბელარუსის მოქალაქე დააკავეს. დამოუკიდებელი ბელარუსული გამოცემა Pozirk-ის ცნობით, მას სამშობლოში დეპორტაცია ემუქრება.

UNOPRESS · 2026-11-08 03:50 UTC
თბილისში ვადაგასული პასპორტის მქონე ბელარუსი დააკავეს, მას სამშობლოში დეპორტაცია ემუქრება

საქართველოში ბელარუსის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ვადაგასული პასპორტი აქვს და სამშობლოში დეპორტაცია ემუქრება. აღნიშნულ ინფორმაციას დამოუკიდებელი ბელარუსული გამოცემა Pozirk ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაკავება 6 ნოემბერს, საბუთების შემოწმების შედეგად მოხდა. უსაფრთხოების მიზნით, დაკავებულის ვინაობა არ საჯაროვდება. უფლებადამცველ რომან კისლიაკზე დაყრდნობით, ბელარუსის მოქალაქემ საქართველოში თავშესაფარი მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო მიგრაციის დეპარტამენტის, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მხრიდან.

უფლებადამცველის განცხადებით, დაკავებულს დროებითი პირადობის მოწმობისა და ბელარუსული პასპორტის ვადაც ჰქონდა გასული. ის მეტროში საბუთების შემოწმებისას გააჩერეს და მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, დეპორტაციის მიზნით პატიმრობაში მოათავსებენ.

კისლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პირი ბელარუსში პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას განიცდის და თავშესაფარი სწორედ ამ მიზეზით მოითხოვა.

წყარო: https://netgazeti.ge/news/821335/

← მთავარ გვერდზე