სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ირანის ვიცე-პრეზიდენტი სეიედ ჰამიდ პურმოჰამადი ერევანში გამართულ შეხვედრაზე რეგიონულ სატრანსპორტო კავშირებსა და მათი გახსნის შესაძლებლობებზე შეთანხმდნენ.
რუსეთმა სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კსთო) წევრობის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალების მცდელობაში დაადანაშაულა, ვინაიდან ალიანსი ერევნისთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერების საკითხს განიხილავს.
სომხეთმა, აზერბაიჯანმა და შეერთებულმა შტატებმა „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განსახორციელებლად სამმხრივი ტექნიკური დაგეგმვის ჯგუფების შექმნის შესახებ გამოაცხადეს.
სომხური მედიის ცნობით, აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა მულტიმოდალური სატრანზიტო მარშრუტის „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) წინ წაწევის მიზნით სამმხრივი ტექნიკური დაგეგმარების ჯგუფების მუშაობის დაწყება გამოაცხადეს.
სომხეთის ოპოზიციურმა ჯგუფებმა ახალი კონსტიტუციის მიღების წინააღმდეგ საჯარო კამპანია დაიწყეს. მათი მტკიცებით, ეს ინიციატივა აზერბაიჯანის მოთხოვნით ხორციელდება, რასაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უარყოფს.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სახელმწიფო კუთვნილ „ENA“ კომპანიისთვის მიყენებული ზიანის გამო 36 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დაკავებულია კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ვარდან მაკარიანი.
შეერთებულმა შტატებმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა პარასკევს გავრცელებული ერთობლივი განცხადებით, რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტის — TRIPP-ის განხორციელების მიზნით, სამმხრივი ტექნიკური დაგეგმვის ჯგუფების შექმნის შესახებ გამოაცხადეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 6 ნოემბერს განაცხადა, რომ დარწმუნებულია სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების უახლოეს მომავალში დამყარებაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა გეგმავს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას, თუმცა ამავდროულად რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ეკონომიკურ ბლოკში დარჩენას ცდილობს.
სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.
აზერბაიჯანულ ტყვეობაში მყოფი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი ორ თვეზე მეტია ვერ ხვდება თავის აზერბაიჯანელ ადვოკატს, – ამის შესახებ მისმა მეუღლემ განაცხადა.
ხელახალი დაკავებიდან ორი დღის შემდეგ, სომხეთის უმსხვილესი ოპოზიციური ჯგუფის ლიდერმა, მილიარდერმა ბიზნესმენმა სამველ კარაპეტიანმა მის წინააღმდეგ წამოყენებული ახალი სისხლის სამართლის ბრალდებები კატეგორიულად უარყო.
ირანის უმაღლესი ლიდერის უფროსმა მრჩეველმა ალი აქბარ ველიათიმ მკაცრად დაგმო პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკა და აშშ-ის მხარდაჭერილ სატრანზიტო პროექტს „წითელი ხაზი“ უწოდა.
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ვიცე-თავმჯდომარემ ედგარ შატირიანმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ ყოფილი პროსამთავრობო დეპუტატი აირჩიეს.
ვლადიმერ ვარდანიანმა, რომელიც მმართველი პარტიის დეპუტატი იყო, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა, რამაც საზოგადოებაში სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კრიტიკა და კითხვები გამოიწვია.