სომხეთში მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა
სომხეთში, სამშაბათს გვიან საღამოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი პირი სერიოზულად დაშავდა.

სომხეთში, ერევნიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარე მაგისტრალზე, სამი მსუბუქი ავტომობილისა და ერთი სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, სამი პირი კი სერიოზულად დაშავდა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა არპინე სარგსიანმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების წინასწარი შეფასებით, ავარია შესაძლოა მუხრუჭების პრობლემას უკავშირდებოდეს. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ედგარ გააზარიანმა მომხდარის გამო მინისტრი გააკრიტიკა და მისი გადადგომა მოითხოვა, რასაც მინისტრის მხრიდან შესაბამისი პასუხი მოჰყვა.
მსგავსი მძიმე ავარია იმავე მაგისტრალზე ათი დღის წინაც მოხდა, რა დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთში საავტომობილო შემთხვევების რიცხვი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მზარდია, რაც მოძრაობის ინტენსივობის მატებასა და საგზაო პოლიციის სუსტ მუშაობას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, შსს-ს ცნობით, საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მცირდება.