პაშინინი: სომხეთი და თურქეთი დიპლომატიურ ურთიერთობებს უახლოეს მომავალში დაამყარებენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 6 ნოემბერს განაცხადა, რომ დარწმუნებულია სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების უახლოეს მომავალში დამყარებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 6 ნოემბერს განაცხადა, რომ დარწმუნებულია სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების უახლოეს მომავალში დამყარებაში. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Armenpress-ის ცნობით, ფაშინიანმა აღნიშნული განცხადება 2026 წლის მსოფლიო სომხურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საზღვრების ორმხრივი აღიარების საფუძველზე უნდა დამყარდეს. როგორც Hürriyet Daily News-ი აღნიშნავს, თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ხოლო სახმელეთო საზღვარი 1993 წლიდან ჩაკეტილია. მხარეებმა ნორმალიზაციის პროცესი 2021 წლის ბოლოს დაიწყეს და სპეციალურ წარმომადგენლებად თურქეთის ყოფილი ელჩი სერდარ ქილიჩი და სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუბენ რუბინიანი დანიშნეს.
გარდა ამისა, სექტემბერში, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ნიკოლ ფაშინიანმა ნორმალიზაციის პროცესის წინწევის საკითხები განიხილეს. ფაშინიანმა ასევე დააანონსა, რომ დაესწრება თურქეთის პროვინცია ანტალიაში დაგეგმილ COP31-ის სამიტს.