09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
სომხეთი · 2026-11-07

სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.

UNOPRESS · 2026-11-07 00:57 UTC
სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. აღნიშნულის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერით სომხეთის მოქალაქეებს ახალი ბიომეტრიული პასპორტების მიღება შეეძლებათ, რაც საზღვრის კვეთის პროცედურებს დააჩქარებს და მოგზაურობას გაამარტივებს. „სომხეთი ევროპასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებს ირჩევს და ჩვენ ვზრუნავთ, რომ ამ არჩევანმა მის მოქალაქეებამდე რეალური შედეგებით მიაღწიოს“, – წერს მარტა კოსი სოციალურ ქსელში.

სომხეთში ბიომეტრიული პასპორტების გაცემა 1 ნოემბრიდან დაიწყო. ბიომეტრიული სისტემის დანერგვა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამჟამად სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგს აწარმოებს.

წყარო: https://netgazeti.ge/news/821185/

← მთავარ გვერდზე