09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
საქართველო · 2026-11-09

ჩემ მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ტერორი და კომბინირებული დანაშაული – ღარიბაშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში აცხადებს, რომ მის მიმართ ფსიქოლოგიური ტერორი და კომბინირებული დანაშაული განხორციელდა. მისი თქმით, დაცვის მხარეს სასამართლოში საკვანძო მტკიცებულების წარდგენის უფლება არ მისცეს.

UNOPRESS · 2026-11-09 18:52 UTC
ჩემ მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ტერორი და კომბინირებული დანაშაული – ღარიბაშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გავრცელებულ ახალ წერილში ამბობს, რომ მის მიმართ ფსიქოლოგიური ტერორი განხორციელდა, რომელიც ფსიქოლოგიურ ზეწოლას, წამებას, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას მოიცავს. ღარიბაშვილის განცხადებით, ამის შესახებ დახურულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლესაც აცნობა.

„დახურულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ვაცნობე ჩემ მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა და კომბინირებული დანაშაულის შესახებ, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წამებას, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, იძულებასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას“, – აცხადებს ყოფილი პრემიერი.

მისივე თქმით, დანაშაულის შესახებ 17 აგვისტოს საჯაროდ განაცხადა, თუმცა პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა უფლება, სასამართლოში საკვანძო მტკიცებულება – „შანტაჟის წერილი“ წარედგინა, რომელიც, მისი მტკიცებით, ციხეში მამუკა მდინარაძემ შეუგზავნა. პროცესის დახურვასა და მტკიცებულებათა იგნორირებას ის პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ხასიათის მქონე პროცესად აფასებს.

„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და პრემიერს 24 აგვისტოს ახალი ბრალდება წარუდგინეს – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება, რასაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ითვალისწინებს. პროკურატურის ცნობით, მან ქრთამის სახით 750 ათასი ლარი აიღო, რომელიც მას ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა. ღარიბაშვილი ბრალს არ აღიარებს. იგი უკვე იმყოფება 5-წლიან პატიმრობაში დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე, რაზეც ბრალი აღიარებული ჰქონდა.

წყარო: https://netgazeti.ge/news/821469/

← მთავარ გვერდზე