09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
რუსეთი · 2026-11-09

უკრაინის მხარეს მებრძოლ გურამ ჭიჭინაძეს დონეცკის ე.წ. სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ გურამ ჭიჭინაძეს ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

UNOPRESS · 2026-11-09 18:52 UTC
უკრაინის მხარეს მებრძოლ გურამ ჭიჭინაძეს დონეცკის ე.წ. სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

რუსული სამთავრობო მედიისა და რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის საქართველოს მოქალაქეს, 43 წლის გურამ ჭიჭინაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დადგენილი ინფორმაციით, იგი სასჯელს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოიხდის.

რუსეთის პროკურატურის მტკიცებით, გურამ ჭიჭინაძემ უკრაინის ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი 2022 წლის ოქტომბერში, ოდესის ოლქში უკრაინის 28-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილზე გააფორმა, ხოლო წვრთნები მიკოლაივის ოლქში გაიარა. უწყების განცხადებით, იგი რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

როგორც რუსულ უწყებაში აცხადებენ, ჭიჭინაძემ 2022 წლის ნოემბერში საბრძოლო ზონა დატოვა და კიევში ჩავიდა, სადაც ანაზღაურება მიიღო, 2024 წლის თებერვალში კი უკან დაბრუნდა. გავრცელებული ცნობებით, გურამ ჭიჭინაძე რუსმა სამხედროებმა ტყვედ 2024 წლის თებერვლის ბოლოს აიყვანეს.

წყარო: https://netgazeti.ge/news/821479/

← მთავარ გვერდზე