თურქეთი · 2026-11-09
იზმირში, ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა
თურქეთის ქალაქ იზმირში მდებარე რკინა-ფოლადის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

თურქეთის ქალაქ იზმირში, რკინა-ფოლადის ქარხანაში ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. „NTV“-ის ინფორმაციით, შემთხვევა იზმირის ალიაღას რაიონში მოხდა და აფეთქებას ტერიტორიაზე დიდი ხანძარი მოჰყვა.
იზმირის გუბერნატორის (ვალის) გავრცელებული განცხადების თანახმად, ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ინციდენტის დროს 15 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. ამასთანავე, გრძელდება იმ პირების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომლებიც, სავარაუდოდ, ნანგრევების ქვეშ იმყოფებიან.