09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
საერთაშორისო · 2026-11-08

პოლონეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა – დეტალები კრაკოვში მომხდარ თავდასხმაზე

პოლონეთში ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა. ქალაქ კრაკოვში, სადაც 7 ნოემბერს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, გლოვა 11 ნოემბრამდე გაგრძელდება. ინციდენტს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა.

UNOPRESS · 2026-11-08 12:45 UTC
პოლონეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა – დეტალები კრაკოვში მომხდარ თავდასხმაზე

პოლონეთში ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა. ქალაქ კრაკოვში, სადაც თავდასხმა მოხდა, გლოვა 11 ნოემბრამდე გაგრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, 7 ნოემბერს 24 წლის შეიარაღებულმა პირმა ქალაქის მთავარ მოედანზე უმისამართო სროლა დაიწყო.

შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა: მათ შორის პოლონეთის 4 მოქალაქე და დიდი ბრიტანეთის 1 მოქალაქე, ხოლო ერთი დაღუპულის ვინაობა უცნობია. ინციდენტის დროს დაიჭრა 16 ადამიანი, რომელთაგან ორი საავადმყოფოდან იმავე დღეს გაწერეს. დანარჩენი 14 დაშავებული, მათ შორის ორმხრივი სროლისას დაშავებული ორი პოლიციელი, კლინიკაში რჩება და მათი მდგომარეობა სტაბილურია. კრაკოვის მერის, ლუკაშ გიბალას ინიციატივით, დაჭრილ პოლიციელებს შესაძლოა ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭონ.

თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დააკავეს. ის დაჭრილია და ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციამ დაკავებულის ბინაში მისი მშობლებისა და დის ცხედრებიც იპოვა.

BBC-ის ცნობით, გამოძიება ტერორისტულ დანაშაულზე სპეციალიზებულმა განყოფილებამ დაიწყო. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჰქონდა და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.

ამჟამად ინციდენტის ადგილმდებარეობა – ქალაქის ცენტრალური ბაზრის მოედანი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია, სადაც პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

წყარო: https://netgazeti.ge/news/821365/

← მთავარ გვერდზე