იემენში საჰაერო დარტყმების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა
იემენის დედაქალაქ სენასთან ახლომდებარე დასახლებებზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა. ჰუსიტებმა მომხდარ თავდასხმაში საუდის არაბეთი დაადანაშაულეს.

იემენის დედაქალაქ სენასთან ახლომდებარე დასახლებებზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა. APA-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ჰუსიტების კონტროლქვეშ მყოფმა ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ცნობები.
აღინიშნა, რომ საჰაერო დარტყმები სენას აღმოსავლეთით მდებარე ბენი ჰუშეიშის რაიონში, საცხოვრებელ სახლებზე მიიტანეს. ვრცელდება ცნობები, რომ დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. ამასთანავე, ნანგრევების ქვეშ ადამიანები რჩებიან, ხოლო ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
APA-ს ცნობითვე, ჰუსიტებმა მომხდარ თავდასხმაში საუდის არაბეთი დაადანაშაულეს. თავის მხრივ, საუდის არაბეთის მხარემ განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებული ინფორმაცია მოწმდება და ირკვევა.