ჰორმუზის სრუტეში ორი ტანკერი მინაზე აფეთქდა და დაიწვა
APA-ს ცნობით, ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ დაუშვებელი მარშრუტით მოძრაობის მცდელობისას ორი ნავთობტანკერი მინაზე აფეთქდა და დაიწვა.

ჰორმუზის სრუტეში ორი ნავთობტანკერი მინაზე აფეთქდა და დაიწვა. ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (SEPAH) პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია.
აღინიშნა, რომ ტანკერები ირანის მიერ დაუშვებელი მარშრუტით გადაადგილებას ცდილობდნენ, რა დროსაც მინებს შეasტყდნენ. SEPAH-ის განცხადებით, წესების დამრღვევი ორი გემი მინაზე აფეთქების შემდეგ დაიწვა. მათგან ერთი ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით, ხოლო მეორე თავად სრუტეში იმყოფებოდა.
უწყების ინფორმაციით, ტანკერები სრუტიდან აკრძალული მარშრუტით გასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც ნავიგაციისა და იდენტიფიკაციის სისტემები გამორთეს.
APA-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტის დროს გემების სახელები, ეკიპაჟის წევრების მდგომარეობა და მომხდარით მიყენებული ზიანი ჯერჯერობით უცნობია.