საფრანგეთის მზარდი საგარეო და შიდა ვალი და ფინანსური სტაბილურობის რისკები
საპროტესტო აქციების ფონზე, საფრანგეთის მთავრობა განათლების სფეროს დაფინანსებას გეგმავს, თუმცა მზარდი საჯარო ვალისა და პროცენტების გაძვირების პირობებში ქვეყანა ფისკალური გამოწვევების წინაშე დგას.

Deutsche Welle-ს ცნობით, საფრანგეთი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე იმყოფება. საპროტესტო აქციების საპასუხოდ, მთავრობა გეგმავს 2030 წლამდე სკოლების სარეაბილიტაციოდ 4 მილიარდი ევროს ოდენობის დაბალპროცენტიანი სესხები გამოყოს, ხოლო უნივერსიტეტებისთვის 2029 წლამდე დამატებით 1 მილიარდი ევრო მიმართოს. თუმცა, Deutsche Welle აღნიშნავს, რომ ეს დაპირებები თანხებს ეფუძნება, რომელიც სახელმწიფოს რეალურად არ გააჩნია.
საფრანგეთის საჯარო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 120%-ს შეადგენს, მაშინ როცა გერმანიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 65%-ია. გერმანია უმაღლესი სარეიტინგო შეფასებით სარგებლობს, ხოლო ფრანგული რეიტინგები, სააგენტოების მიხედვით, AA, A+ ან Aa3-ია, და რამდენიმე სააგენტოსგან ნეგატიურ პროგნოზს იღებს.
გერმანულ სახელმწიფო ობლიგაციებთან შედარებით, ფრანგული სესხების საპროცენტო განაკვეთები და რისკპრემიები გაიზარდა. ექსპერტების შეფასებით, მაღალი ვალი და პოლიტიკური არასტაბილურობა ქვეყნის ფინანსურ პირობებზე ზეწოლას აძლიერებს. ეკონომისტების პროგნოზით, ვალის მომსახურების ხარჯები იზრდება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი პროცენტების გადახდას მოხმარდება. ქვეყანას 1974 წლის შემდეგ ბიუჯეტი ბალანსირებული არ ჰონია, საზოგადოების ნაწილი კი სახელმწიფოსგან მიღებულ სარგებელს გადასახადებზე მეტად აფასებს.