რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა
ალ-ჯაზირას ცნობით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა. იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი თავდასხმების შესახებ გააფრთხილა.

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, დედაქალაქის გარეუბნებში აფეთქებები მოხდა და მტერმა ინფრასტრუქტურას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. კლიჩკოს ცნობით, თავდასხმის შედეგად ნამსხვრევები დედაქალაქის დასავლეთ რაიონში მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, ხოლო მეორე საცხოვრებელი სახლის ფასადი დაზიანდა.
ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა საბავშვო ბაღის შენობაც. ოფიციალური პირები მოსახლეობას შესაძლო ახალი დარტყმების საფრთხის შესახებ აფრთხილებდნენ.
Al Jazeera-ს ცნობით, ეს იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებზე, ხიდებსა და სხვა ინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმებისთვის ემზადება.