09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
აზერბაიჯანი · 2026-11-06

აზერბაიჯანის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობის მონაწილე პატიმრებზე ძალადობისა და წამების შესახებ იტყობინებიან

უფლებადამცველ არზუ აბდულას ინფორმაციით, მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ შიმშილობის აქციის მონაწილე დაახლოებით 60-მდე რელიგიური პატიმარი მასობრივად სცემეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

UNOPRESS · 2026-11-06 21:39 UTC
აზერბაიჯანის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობის მონაწილე პატიმრებზე ძალადობისა და წამების შესახებ იტყობინებიან

აზერბაიჯანის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჰიჯაბის აკრძალვის გასაპროტესტებლად შიმშილობის აქციის მონაწილე რელიგიური პატიმრების მასობრივი ცემისა და წამების შესახებ იტყობინებიან. აღნიშნული ინფორმაცია რელიგიური მორწმუნეების უფლებათა დამცველმა არზუ აბდულამ 6 ნოემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა.

უფლებადამცველის ცნობით, დაახლოებით 60-მდე პატიმარი შიმშილობას 13-15 ოქტომბერს შეუდგა. აქციამდე მათ წერილობითი მიმართვა გაუგზავნეს დაწესებულების უფროსს, შაფაათ აბასოვს. მიუხედავა იმისა, რომ პენიტენციური სამსახურიდან შიმშილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტის ბრძანება გაიცა, პატიმრებმა აქცია მაინც განაგრძეს, რის შედეგადაც მათი ნაწილი საჯარიმო საკანში (კარცერში) გადაიყვანეს.

არზუ აბდულას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 21 ოქტომბერს კარცერში მყოფი რელიგიური პატიმრები დაწესებულების ხელმძღვანელობამ და სხვა თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს. ვარაუდობენ, რომ ძალადობის დროს პატიმრები სხვადასხვა ფორმის ფიზიკურ ზეწოლას, მათ შორის მძიმე წამებას დაექვემდებარნენ; გავრცელებული ცნობით, ზოგიერთი პატიმრისთვის ხელების გადაგრეხას და მოტეხას ცდილობდნენ, აგრეთვე მათ გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და ვიდეოებს უღებდნენ.

უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ პატიმრების ოჯახებმა მომხდართან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს, პენიტენციურ სამსახურსა და ომბუდსმენის აპარატს მრავალჯერ მიმართეს, თუმცა ამ მიმართვებს ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. ამასთანავე, უწყებებისა და ოფიციალური პირების პოზიცია მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: https://www.meydan.tv/az/article/17-sayli-h%c9%99bsxanada-acliq-aksiyasina-qarsi-zorakiliq-60-a-yaxin-m%c9%99hbusa-isg%c9%99nc%c9%99-verilib/

← მთავარ გვერდზე