ისრაელმა დაადასტურა: აშშ-მა შესაძლოა 4 მილიარდი დოლარის დახმარება შეწყვიტოს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ყოველწლიური დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება შეწყდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ოდენობის ამერიკული სამხედრო დახმარების შეწყვეტა ოფიციალურად დაადასტურა. Habertürk-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ოფისმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა პრესსპიკერ დორონ შპილმანის მიერ Fox News-ისთვის მიცემული ინტერვიუ. ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ისრაელის ხელისუფლების სახელით 4 მილიარდი დოლარის ოდენობის ამერიკული სამხედრო დახმარების შეწყვეტის პირველმა დამდასტურებელმა შპილმანმა აღნიშნა, რომ ისრაელი ამერიკულ სამხედრო დახმარებას როგორც საკუთარი თავის დასაცავად, ისე აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მტრებთან საბრძოლველად იყენებდა. შპილმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელს ძლიერი და სტაბილური ეკონომიკა აქვს და დასძინა, რომ ტრამპი და ნეთანიაჰუ აშშ-ის მხრიდან ისრაელისთვის დახმარების გაწევის დოზებიდან ორი ქვეყნის პარტნიორობამდე გადავიდნენ. მიუხედავად ამისა, განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ ზუსტად როდის შეწყდება აშშ-ის სამხედრო დახმარება ისრაელისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ისრაელისთვის გასაწევი 4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება შეჩერდება. ტრამპის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისრაელისთვის დახმარება წლის ბოლომდე შეწყდება და აღნიშნა: „აღარ მივცემთ ფულს ისრაელს“.
ისრაელის სახელმწიფო ტელევიზიის KAN-ის ცნობით, ტრამპის მიერ აშშ-ში შუალედური არჩევნების დღეს გამოცხადებულმა „მოულოდნელმა“ გადაწყვეტილებამ ისრაელის თავდაცვის სამინისტროში და სამხედრო წრეებში შაოცება გამოიწვია. თავის მხრივ, აშშ-ის ელჩმა ისრაელში, მაიკ ჰაკაბიმ განაცხადა, რომ ტრამპის მიერ ისრაელისთვის 4 მილიარდი დოლარის დახმარების შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, დახმარების შეწყვეტის ზუსტი ვადები ჯერ კიდევ ბუნდოვანია.