ჰაფინ ბაბალის პენიტენციურ დაწესებულებაში მედიკამენტებს არ აძლევენ
„აბზას მედიის საქმეზე“ 9 წლით თავისუფლებააღკვეთილი გამომძიებელი ჟურნალისტის, ჰაფინ ბაბალის პენიტენციურ დაწესებულებაში მედიკამენტებით მომმარაგება შეუწყდა.

„აბზას მედიის საქმეზე“ 9 წლით თავისუფლებააღკვეთილი გამომძიებელი ჟურნალისტის, ჰაფინ ბაბალის პენიტენციურ დაწესებულებაში მედიკამენტებით მომმარაგება შეუწყდა. „მეიდან ტვ-ის“ (Meydan TV) ინფორმაციით, ახლობლების თქმით, ჟურნალისტი უკვე ერთი წელია და ნახევარია, საჭირო მედიკამენტებს ვერ იღებს.
მათივე ცნობით, იუსტიციის სამინისტროს მთავარმა სამედიცინო სამმართველომ მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ 55 წლის ჟურნალისტს მედიკამენტების მიწოდება შეუწყვიტა. ჰაფინ ბაბალი სისხლძარღვთა დაავადებით იტანჯება და მხედველობის მესამე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. იგი ექიმის დანიშნულ, თვალის წნევის დამწევ წამალსაც ვერ ეუფლება.
ჟურნალისტმა ამის შესახებ თავის ადვოკატს აცნობა. მისივე თქმით, დაწესებულების სამედიცინო-სანიტარული ნაწილის მთავარმა ექიმმა, სადამ ჰუსეინლიმ მედიკამენტების გაუცემლობა შესყიდვების კონკურსის ჩატარებით ახსნა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურიდან კონკრეტული კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა.
ჰაფინ ბაბალი 2023 წლის დეკემბერში „აბზას მედიის საქმის“ ფარგლებში დააკავეს. ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოს განჩინებით, იგი 9 წლით თავისუფლებააღკვეთილია. 9 სექტემბერს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ განჩინება ძალაში დატოვა. საერთაშორისო მედია და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები „აბზას მედიის საქმეს“ აზერბაიჯანში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმართული წნეხის შემადგენელ ნაწილად აფასებენ.