დონალდ ტრამპმა არჩევნებში მარცხი ირანის ომს დაუკავშირა, თუმცა სანანებელი არაფერი აქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში მარცხი დიდწილად ირანის ომმა განაპირობა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება გამართლებული იყო და მსგავს ნაბიჯს ისევ გადადგამდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მიერ განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა. Habertürk-ის ცნობით, ტრამპმა აღიარა, რომ საარჩევნო წაგება დიდწილად ირანის ომით იყო გამოწვეული. მიუხედავად ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეიარაღებულ კონფლიქტში შესვლის გამო არ ნანობს.
„ბუნებრივია, ამად ღირდა და კიდევ რომ მომიწიოს, ზუსტად იგივეს გავაკეთებდი. ირანს უფლება არ აქვს, ბირთვული იარაღი ფლობდეს,“ – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ირანის ომი მაშინ დასრულდება, როცა თვითონ მოისურვებს.
აშშ-ის ლიდერის თქმით, არჩევნების შედეგები მასში შფოთვას არ იწვევს. მან ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ მომავალში დემოკრატებთან ურთიერთობას მარტივად დაალაგებს. გარდა ამისა, ტრამპმა კომენტარი გააკეთა შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებულ მოსაზრებებზეც და აღნიშნა, რომ თუ მას გადააყენებენ, ამით პირველ რიგში ოპონენტები დაზარალდებიან.