ნანობს თუ არა ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომს: აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულმა სამხედრო ქმედებებმა და საწვავზე ფასების ზრდამ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხში როლი ითამაშა, თუმცა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მართებული იყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულმა შეტევამ და საწვავზე ფასების მკვეთრმა ზრდამ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხში გარკვეული როლი ითამაშა. ტრამპის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ ომის მოკლევადიანი ფინანსური შედეგები, კერძოდ კი ბენზინის გაძვირება უარყოფითად მიიღო, თავად ეს ნაბიჯი გამართლებული იყო. „მე სწორი საქციელი ჩავიპინე. ამას ისევ გავაკეთებდი“, – განუცხადა მან გამოცემა Wall Street Journal-ს.
Al Jazeera-ს ცნობით, კონფლიქტის ეკონომიკურმა შედეგებმა, მათ შორის ენერგომატარებლების გაძვირებამ, ამერიკელების ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა იქონია. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ პარტიის მარცხის მთავარი მიზეზი სწორედ ეს ომი იყო. თავის მხრივ, რესპუბლიკელმა სტრატეგმა ჯეიმს დევისმა განაცხადა, რომ ომმა განაპირობა ამომრჩევლების დემოკრატებისკენ გადახრა, თუმცა მთავარ პრობლემას სტრატეგიის მკაფიო არტიკულაციის არარსებობაც წარმოადგენდა.
თავად ტრამპმა არჩევნებში მარცხის გამო საკუთარი სტრატეგიის ხარვეზები უარყო. Fox News-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მარცხი იმითაც იყო განპირობებული, რომ თავად ის არ იყო საარჩევნო ბიულეტენში. პრეზიდენტმა ასევე დაადანაშაულა დამარცხებული კანდიდატები და ტეხასის გუბერნატორი გრეგებოტიც კი გააკრიტიკა.
მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, ტრამპმა განაცხადა, რომ კაბინეტში ცვლილებებს არ გეგმავს და მომავალში დემოკრატებთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში პოზიციების დათმობას არ აპირებს.