09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
საქართველო · 2026-11-04

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, საპატიმრო დატოვეს

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ბრალის აღიარების შედეგად, 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპატიმროდან გათავისუფლდნენ.

UNOPRESS · 2026-11-04 11:36 UTC
4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, საპატიმრო დატოვეს

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. ორივე მათგანმა ბრალი აღიარა.

გავრცელებული ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების შედეგად, მსჯავრდებულებს სასჯელის სახით 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო 2 წელი პირობით მსჯავრად ჩაეთვალათ.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მურთაზ ზოდელავამ მედიასთან განაცხადა, რომ თითქმის ყველა სასამართლო სხდომაზე დაკავებულებს მოუწოდებდა, საპროცესო შეთანხმებით ესარგებლათ. ზოდელავას თქმით, მას პოლიტიკური გეგმები არ აქვს და თავის თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს.

წყარო: https://netgazeti.ge/news/821027/

← მთავარ გვერდზე