09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
საქართველო · 2026-11-05

კალასი: საქართველოსთან დაკავშირებით ახალი ზომების საკითხს იანვარში განვიხილავთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით უფრო სიღრმისეული განხილვები და ახალი ზომების საკითხი იანვარშია დაგეგმული.

UNOPRESS · 2026-11-05 19:13 UTC
კალასი: საქართველოსთან დაკავშირებით ახალი ზომების საკითხს იანვარში განვიხილავთ

გაფართოების ანგარიშის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით განხილვები გაგრძელდება და იანვარში უფრო სიღრმისეული მსჯელობაა დაგეგმილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ეხებოდა, კალასმა აღნიშნა, რომ ადრე ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა არ არსებობდა და ზოგიერთი მათგანი წინააღმდეგი იყო. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება, რათა, ერთი მხრივ, ქართველ ხალხს დაუჭირონ მხარი, ხოლო, მეორე მხრივ, მთავრობას მკაფიო სიგნალი გაუგზავნონ, რომ ის არასწორი გზით მიდის. კალასის შეფასებით, ამჟამად საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან კონფრონტაციის გზას ადგას დემოკრატიული უკუსვლის გამო.

საქართველოს საკითხზე ასევე ისაუბრა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა. მისი განცხადებით, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავ ღიაა, თუმცა გაწევრების პროცესის განსაახლებლად ხელისუფლებამ პოლიტიკური კურსი უნდა შეცვალოს და დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას დაუბრუნდეს. კოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს, რაც იმედის საფუძველს იძლევა.

წყარო: https://publika.ge/kalasi-saqartvelostan-dakavshirebit-akhali-zomebis-sakitkhs-ianvarshi-ganvikhilavt/

← მთავარ გვერდზე